თავდასხმა ზვიად კუპრავაზე

ვოლსკი კუპრავაზე: "კაა" აღარავის ახსოვს, იფიქრეს, ვცემოთ და "ოცნებას" დავაბრალოთო

ტაბულა

" "კაა" აღარავის ახსოვს, იფიქრეს, მოდი, ვცემოთ და მაინც ქართულ ოცნებას დავაბრალოთო" - ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი, ზვიად კუპრავაზე თავდასხმაზე.  

ვოლსკი კუპრავაზე ძალადობის ფაქტზე ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ნადირაშვილის კომენტარსაც ეხმაურება და ამბობს, რომ "თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და მით უმეტეს, გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს". 

"ადამიანი, რომელმაც დიდი ალბათობით პარლამენტში ქიმიური ნივთიერება მოასხა და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, გამოვიდა და კატეგორიულად მოითხოვა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ნუ დავადებთ ხელს, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოზე ჩანს, ვინ არის ორი სკუნსი. ამავდროულად, დღეს გამოდის და უაპელაციოდ აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას, რომელმაც თავის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამოწურა, თავს დაესხა ხელისუფლებაში მყოფი ძალა",- ამბობს ვოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას გუშინ, 27 თებერვალს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. კუპრავა თავდასხმას მის აქტივობებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს ხელისფულების პასუხია.  

კუპრავას თქმით, უცნობმა ადამიანებმა სახეში გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს და სცემეს.

"არ შეიძლება საკუთარი ტიტუშკები დაახვედრო და აცენიმო ადამიანები, ვინც არ მოგწონს", - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, კუპრავას ცემის ფაქტს.

კომენტარები