ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ახალი კურსი 2.7905-ია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 28 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა.

დოლართან ლარი 1.37 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 0.96 თეთრით გაუფასურდა.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7905 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევროსი - 3.0782 ლარი.

ლარი აგრეთვე გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

დოლართან მიმართებით ლარის ამჟამინდელი კურსი 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მყარია.

კომენტარები