ცნობილი ადამიანები

"კარგად ვარ" - ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ გარდაცვალების შესახებ ჭორებს ეხმაურება

0 კომენტარი
ფოტო: Deadline.com

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში დანიურმა გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ Game of Thrones-ის მსახიობი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ გარდაიცვალა.

მსახიობი გავრცელებულ ინფორმაციას ინსტაგრამზე დადებული ვიდეოთი გამოეხმაურა. მისი თქმით, საიტებს, რომლებზეც მისი გარდაცვალების ცნობა გავრცელდა, დაკლიკების შემდეგ სხვადასხვა პროდუქტის საყიდლად გადაყავდი.

"მე ვყოფილვარ რეკლამებში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს სიგიჟეა. გაავრცელო არასწორი ინფორმაცია ჩემი გარდაცვალების შესახებ, გულისამრევია. ცხადია, უნდა კონტროლდებოდეს რას აქვეყნებ ვებსაიტზე, სანამ გამოაქვეყნებ. რაც უნდა იყოს, მე კარგად ვარ, სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ", - წერს ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს გარდაცვალების შესახებ ცნობები, თავდაპირველად, რამდენიმე დანიურმა გამოცემამ გაავრცელა, შემდეგ კი ის ვირუსული გახდა.

ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაციები ინტერნეტ-სივრცეში ხშირად ვრცელდება - მაგალითისთვის, ამის მსხვერპლი მაკალეი კალკინი ხდება ხოლმე, რომელმაც გუშინ ამ თემაზე ტვიტერზე იხუმრა კიდეც.

"გავიღვიძე და ვნახე, რომ ტრენდში ვიყავი. შეუძლია ვინმეს ამიხსნას რა ხდება? კიდევ მოვკვდი?", - დაწერა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები