ხანძარი მთაწმინდაზე

შსს: მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთაწმინდის ფერდობზე, ეშმაკის ბორბალთან, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.  

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება.

კომენტარები