აუდიტის ანგარიში

აუდიტი: სარაგბო კლუბ "ბათუმში" მასაჟისტი, დაცვის უფროსი და ბავშვთა მწვრთნელი ერთი ადამიანია

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარშიდან ირკვევა, რომ სარაგბო კლუბ "ბათუმში" მასაჟისტის, დაცვის უფროსისა და ბავშვთა მწვრთნელის პოზიციაზე ერთი ადამიანია დასაქმებული. 

ანგარიშში წერია, რომ სარაგბო კლუბში სულ 3 მასაჟისტია დამტკიცებული, თუმცა მათგან ორს სამუშაო არ შეუსრულებია და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ წარმოდგენილი. სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სამსახურში არასდროს გამოცხადებულა. 

"მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები",-წერია აუდიტის ანგარიშში. 

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ აღნიშნულ სარაგბო კლუბში სხვადასხვა თანამდებობაზე შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები არიან დანიშნული, რაც შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს წარმოშობს.

კომენტარები