საარჩევნო სისტემა

ჯაში "ოცნების" შეთავაზებაზე: არსებულ მოდელზე და 100/50-ზე მეტად პროპორციულისკენ გადაიდგა ნაბიჯი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების ყოფილი წევრი მარიამ ჯაში, რომელმაც პარტია რამდენიმე თვის წინ დატოვა და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია, ხელისუფლების შეთავაზებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არსებულ საარჩევნო მოდელთან და 100/50-თან შედარებით, უფრო პროპორციულისკენ გადაიდგა ნაბიჯი.

ეს განცხადება მან გერმანიის ელჩთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც, ქართული ოცნების მტკიცებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ იდეებზე იმსჯელეს, რომელიც, შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს. კონკრეტული შეთავაზების შესახებ მარიამ ჯაშს არ უსაუბრია.

"ყველა ვთანხმდებით მაგიდაზე, რომ კონსენსუსის მიღწევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე, დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს კონსენსუსი იქნას მიღწეული. [...] გაჟღერდა აღნიშნულ წინადადებებზე საპასუხო პოზიციები და მსჯელობა სწორედ წავიდა ამ ვერსიებთან დაკავშირებით. მე მინდა პატივი ვცე მოლაპარაკების შეთანხმებას და კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით პოზიციებს, თუმცა უფრო მეტად პროპორციულისკენ ნაბიჯი უკვე არის გადადგმული, ვიდრე დღევანდელი მოდელი და ვიდრე 100/50-ზე," - თქვა მარიამ ჯაშმა.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ახალი იდეები წარადგინეს. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში". დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების მიღწევის საფუძველს იძლევა.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები