კორონავირუსი

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად მოეწყობა

თბილისის რესპუბლიკური საავამდყოფო საკარანტინო ზონად მოეწყობა და ის მთლიანად დაიცლება სხვა პაციენტებისგან - ამის შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოქოძემ დაადასტურა.

რესპუბლიკური საავადმყოფოში ამჟამად მყოფი პაციენტები სხვა სამედიცინო დაწასებულებებში გადანაწილდებიან.

"ჩვენთან თავს მოიყრიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც შესაძლოა დაკვირვების შედეგად აღმოაჩნდეთ კოროვანირუსი. ამიტომაც გადაწყდა, რომ საავადმყოფოში დღეს არსებული პაციენტთა კონტიგენტი მთლიანად იქნეს გაყვანილი, რათა ავაცილოთ მათ საფრთხე ინფიცირების. 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. ვფიქრობთ, რომ საავადმყოფო დღეს დაიცლება მთლიანად", - თქვა ლევან გოქოძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, მათი ნაწილის კორონავირუსზე გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, დაახლოებით ასამდე ადამიანი არის იზოლაციაში საჩხერეში, აბასთუმანსა და თბილისში არსებულ საიზოლაციო სივრცეებში.

კომენტარები