ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი და მისი პარტნიორი დაინიშნენ - წყვილი პირველ შვილს ელოდება

ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი.

ბორის ჯონსონი და მისი პარტნიორი, კერი საიმონდსი დაინიშნენ და პირველ შვილს ელოდებიან - ამის შესახებ წყვილის წარმომადგენელმა ისაუბრა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და მისის საიმონდსი სიამოვნებით ავრცელებენ ახალ ინფორმაციას ნიშნობისა და ორსულობის შესახებ.

"პრემიერმინიტრი და მისის საიმონდსი სიამოვნებით გაუწყებენ თავიანთი ნიშნობისა და იმის შესახებ, რომ ადრეულ ზაფხულზე ისინი პირველ შვილს ელოდებიან", - თქვა მათმა წარმომადგენელმა.

55 წლის ბორის ჯონსონი და 31 წლის კერი საიმონდსი პირველი დაუქორწინებელი წყვილი გახდა, რომლებიც გასული წლიდან პრემიერმინისტრის სახლში - დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ცხოვრობენ.

ამასთან ერთად, კერი საიმონდსი უკანასკნელი 173 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორია.

კომენტარები