კორონავირუსი

აშშ-ში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Cnn.com

აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - შემთხვევა ვაშინგტონში მოხდა.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, თუმცა მათ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ.

რამდენიმე წუთის წინ, ამ თემასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა.

"ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 პაციენტი გვყავს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. საუბედუროდ, ღამით ერთი ქალი გარდაიცვალა. ის შესანიშნავი ქალი იყო, რომელიც რისკ-ჯგუფში იმყოფებოდა და 50 წელზე მეტის იყოს. ოთხი ადამიანი ძალიან ავად არის, თხუთმეტი ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა ან გამოჯანმრთელდებიან", - თქვა დონალდ ტრამპმა.

ამ დროისთვის, მსოფლიოს გარშემო, ახალი კოროვანირუსის 89,000-მდე შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 2,900-მდე ადამიანი გარდაცვლილია, 30,000 ადამიანზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთა და გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი ჩინეთზე მოდის.

კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა 52 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც დაავადების სამი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები