კორონავირუსი

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

partner.sciencenorway.no

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებულია 29 წლის კაცი, რომელიც 28 თებერვალს ცოლთან ერთად ირანიდან ჩაფრინდა. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. მისი თქმით, ქალს ვირუსი არ დაუდასტურდა, კაცის მდგომარეობა კი სტაბილურია. 

ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ყველა იმ პირის იზოლირება მოხდება, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

ამ დროისთვის, მსოფლიოს გარშემო, ახალი კოროვანირუსის 89,000-მდე შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 2,900-მდე ადამიანი გარდაცვლილია, 30,000 ადამიანზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთა და გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი ჩინეთზე მოდის.

კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა 52 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც დაავადების სამი შემთხვევა გამოვლინდა

კომენტარები