კორონავირუსი

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 42 000 ადამიანზე მეტი გამოჯანმრთელდა

The Guardian

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცრებულთა რიცხვი 86 993-ს აღწევს, აქედან გარდაცვლილი 2 979 ადამიანია, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 42 351 შეადგინა.

CNN-ის ინფორმაციით, დაინფიცირებული, გარდაცვლილი და გამოჯანმრთელებული პაციენტების უდიდესი წილი ჩინეთზე მოდის.

  • ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში - 79 824 ადამიანი
  • გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში - 2 870 ადამიანი
  • გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჩინეთში - 41 625 ადამიანი

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში, განსაკუთრებით კი ხუბეის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 573 შემთხვევა და 35 გარდაცვალება დაფიქსირდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში ფიქსირდება.

კომენტარები