განათლების სამისტრო

კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

განათლების სამინისტრო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები სკოლებშიც. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები