საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც მდინარეზე სათევზაოდ იყვნენ წასულები. 

უწყების ცნობით, 112-ში შემოვიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები