გუშინ, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, დემნა გვასალიამ Balenciaga-ს 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ჩვენებაზე მოდელები წყალში გამოდიოდნენ, ვირტუალურ "ცაში" კი მუდმივად იცვლებოდა აპოკალიპტური სურათები.
"ეს არის ყველაზე შავი შოუა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია", - თქვა დემნა გვასალიამ.
მისივე თქმით, კოლექციაში გამოტანილი გრძელი შავი მანტიების შთაგონება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან და კრისტობალ ბალენსიაგას კათოლიკური საწყისებიდან ჰქონდა.
"მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი იყო. ეკლესიაში ლოცვისთვის ყოველ შაბათს დავდიოდი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი მღვდლებსა და ბერებს, რომლებსაც ეს გრძელი მანტიები ეცვათ და ვფიქრობდი "რა ლამაზია". მათ ევროპაშიც ვხედავ - წვერით, შეკრული თმითა და ჩანთებით. არ ვიცი, ეს ძალიან სექსუალურია ჩემთვის - ჩემი ფეტიშია", - თქვა დემნა გვასალიამ.
დაათვალიერეთ კოლექცია: