რომან პოლანსკი

რომან პოლანსკის ფილმმა César-ის დაჯილდოებაზე რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა

0 კომენტარი
ფოტო: Variety

პარიზში César-ის დაჯილდოება გაიმართა. რომან პოლანსკის ფილმმა J'accuse ნომინაციებში: საუკეთესო კოსტუმები, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი გაიმარჯვა.

თვითონ რეჟისორი დაჯილდოებას არ ესწრებოდა. შედეგების გამოცხადებისას რამდენიმე ქალმა დარბაზი დატოვა. ერთ-ერთი მსახიობი ადელ ენელი იყო, რომელმაც ადრე აღნიშნა, რომ ის 12 წლის ასაკში გააუპატიურეს. ასევე დარბაზი ფილმის Portrait de la jeune fille en feu რეჟისორმა - სელინ სიამამ დატოვა. 

 შეგახსენებთ, რომ 1977 წელს პოლანსკის სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. მსხვერპლის თქმით, რეჟისორმა მას ნარკოტიკები მიაღებინა შემდეგ კი გააუპატიურა. სასამართლოში პოლანსკის, შეთანხმების მიხედვით, ბრალის აღიარების შემდეგ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ, თუმცა მოსამართლე შეთანხმებას არ დასთანხმდა და პოლანსკი ლოს ანჯელესიდან საფრანგეთში გაიქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები