ინფლაცია

პროდუქტები, რომლებიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა

rfi.ro

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ინფლაციის წლიური დონე 6.4%-ს გაუტოლდა.

ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი შემდეგი სახის საქონელსა და მომსახურებაზე იყო:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 12.7%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 8.7%
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 4.6%
  • ჟანდაცვა - 3.9%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 3.9%

გარდა ამისა, საქსტატი აქვეყნებს ინფორმაციას ფასების ზრდაზე საქონლისა და მომსახურების კატეგორიების ქვეჯგუფებში. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში განსაკუთრებით გაძვირდა შემდეგი სახის პროდუქტები:

  • ხილი და ყურძენი - 25.1%
  • რძე, ყველი და კვერცხი - 19.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11.2%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 11.1%
  • თევზეული - 10.3%

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში კი გაძვირდა საზოგადოებრივი კვება (9.5%) და ღამის გასათევ მომსახურებაზე (1.3%).

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციას კლება უნდა დაეწყო და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიახლოებოდა.

ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.

კომენტარები