ქონებრივი დეკლარაცია

მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარს დეკლარაცია კანონმდებლობის დარღვევით აქვს შევსებული

ნეტგაზეთი

საერთაშორისო გამჭვიროვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, ხულოს, შუახევისა ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ქონებრივი დეკლარაცია კანონმდებლობის დარღვევით აქვს შევსებული.

ბოლქვაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ოთხი ბინა და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შვიდი ფაქტი. მათ შორისაა ორი ბინა თბილისში და ორი ბინა ხულოში.

ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად დეკლარაციაში მითითება კანონმდებლობის დარღვევაა.

გარდა ამისა, ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა აჭარის მთავრობის საკუთრებაში კუთვნილი კომპანიისგან 156 073 ლარი მიიღო.

ბოლქვაძე პარლამენტის წევრი უკვე 12 წელია. 2008 და 2012 წლებში ის ნაციონალური მოძრაობიდან იყო არჩეული, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მან ენმ დატოვა 2016 წელს უკვე ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

 

კომენტარები