კორონავირუსის გამო ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადაიტანა

ტაბულა

ოპერისა და ბალეტის თეატრმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადაიტანა.

ამის შესახებ თეატრმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა განცხადება.

"ძვირფასო საზოგადოება, გაცნობებთ რომ კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია.

განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში. ვისაც სურვილი აქვს მარტის თვის სპექტაკლებზე შეძენილი ბილეთები დააბრუნოს, ოპერის სალაროში ნაყიდი ბილეთების თანხას აუნაზღაურებს ოპერის თეატრი, ხოლო ონლაინ ნაყიდი ბილეთებისას კი www.tkt.ge" , - წერია განცხადებაში.

კომენტარები