მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს ხვდება

საქართველოში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. ფაშინიანი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ფაშინიანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. 

ზალკალიანის თქმით, ფაშინიანთან შეხვედრისას "საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, კულტურას, ხალხთაშორის ურთიერთობას." 

დავით ზაკლალიანის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სომხეთის პრემიერმინისტრთან ისაუბრებენ, კორონავირუსია.  

"მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ერთობლივად გავუმკლავდეთ", - თქვა ზალკალიანმა. 

ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება. ფაშინიანის ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.

კომენტარები