ქართული ოცნება

თალაკვაძე კინზინგერის ინტერვიუზე: პოლიტპატიმარი არ ყოფილა ნახსენები

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ინტერვიუში "პოლიტპატიმარი არ ყოფილა ნახსენები".  

თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ ინტერვიუში "აქცენტი კონკრეტულ შემთხვევაზე", გიგი უგულავას დაპატიმრებაზე იყო გაკეთებული. 

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ადამ კინზინგერმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთდა, როდესაც მასთან მივიდა ხმები, რომ უგულავას დაპატიმრება იგეგმებოდა. კინზინგერის თქმით, მან თავისი პოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს "ძალიან ნათლად" გააცნო და უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება "საშინელი იქნებოდა". 

"ქართველ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ, შეერთებულ შტატებში, სამართლიანი და თავისუფალია და არ აქვს პოლიტიკური მიკერძოება. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპატიით არიან განწყობილები, დევნიან ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი,"- თქვა ადამ კინზინგერმა. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, "გამოიყენოს სასამართლო სისტემა სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები