კორონავირუსი

რეკომენდაციები და გატარებული ღონისძიებები - კორონავირუსთან დაკავშირებით ვებ-გვერდი შეიქმნა

საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ გვერდი შექმნა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ stopcov.ge-ზე მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ვებ-გვერდი ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მუშაობს. რეკომენდაციების და გატარებული ღონისძიებების გარდა, აქ არის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, ასევე, სტატისტიკა, რომელიც, ყოველ დღე, 21:30 საათზე განახლდება.

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 137 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ - 62.

კომენტარები