საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატები შეიძინა

საპენსიო სააგენტომ დაგროვებული თანხით ინვესტიციების გაკეთება დაიწყო და თებერვლის განმავლობაში 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატები შეიძინა.

საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 14.9%-ს შეადგენს, მათი ვადიანობა კი ხუთი წელია.

" მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5 წლიან სარგებლეთან რომელიც 9.5%-ია)," - განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

ამით იხსნება ის ფაქტი, რომ 27-დან 28 თებერვლამდე ეროვნულ ბანკში საპენსიო ფონდის მიერ განთავსებული თანხა დაახლოებით 236 მილიონი ლარით შემცირდა.

ინვესტიციების გაკეთბის გადაწყვეტილება საპენსიო საბჭოს საინვესტიციო საბჭომ მიიღო. შექმნიდან თვეების მანძილზე, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო არ ჰყოლია, შემდეგ კი საჭირო იყო პოლიტიკის დოკუმენტის მიღება - მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, ფონდში აკუმულირებული თახნების ინვესტირება მომხდარიყო. იქამდე თანხა ეროვნული და კომერციული ბანკების ანგარიშებზე იყო განთავსებული.

კომენტარები