შსს

ბათუმში 9 წლის ბავშვი სახლის ლიფტის შახტში ჩავარდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

flickr

ბათუმში 9 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა.

ის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები