ტენესის შტატში ორ ტორნადოს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

ტენესის შტატის ცენტრალურ რეგიონებს, მათ შორის შტატის ყველაზე დიდ ქალაქს, ნეშვილს ორმა ტორნადომ გადაუარა. დაიღუპა 25 ადამიანი. შტორმი შუაღამეს გაძლიერდა და მოსახლეობის ნაწილმა თავშესაფარში გადასვლა ვერ მოასწრო.

დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.

ტორნადოებმა დააზიანა შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 44,000 ადამიანი.

კომენტარები