Stranger Things: სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებები დაიწყო

Film

სტრიმ სერვისმა Netflix გააზიარა ვიდეო, რომელშიც Stranger Things-ის მსახიობები სცენარის წასაკითხად შეიკრიბნენ და ამით მეოთხე სეზონის გადაღებების დასაწყისი დაადასტურა. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=53&v=pdMmajYwWEw&feature=emb_title]

 სერიალის ახალ სეზონში მაყურებელი უკვე კარგად ნაცნობ გმირებს კვლავ იხილავს. მთავარ როლებს ასრულებენ: მილი ბობი ბრაუნი, დევიდ ჰარბორი, ვაინონა რაიდერი, გეიტენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ფინ ვულფჰარდი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, ჯო კირი და ბრეტ გელმანი. 

ნახეთ მეოთხე სეზონის თიზერი აქ

კომენტარები