ზურაბიშვილის მოხსენება

პრეზიდენტის მოხსენების პარალელურად პარლამენტთან აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ

მთავარი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. 

აქტივისტებს ჩართული აქვთ სიმღერა ფრანგული ფილმიდან "სათამაშო" და სიმბოლურად სახეზე უკეთიათ უმრავლესობის წევრების ფოტოები. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო და აკეთებს იმას, რასაც ეტყვიან.

"დღეს მოვედით აქ, რომ ჩვენ წარმოვადგინოთ რეალური ანგარიში , რადგან რაც დარბაზში ხდება არის თამაში. სალომე ზურაბიშვილი არის დაქოქილი თოჯინა, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, მაგრამ რეალური ანგარიში წარმოდგენილი არის აქ. სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა მთელი საქართველო და ჭამა უფრო მეტი ლობიო, ვიდრე აკეთა საქმე ," - თქვა პარტია ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. 

პარლამენტის შენობასთან ასევე იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები და მათ ადგილზე მოტანილი აქვთ ფრაზები, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებიდან. 

"სალომე ზურაბიშვილი არის მიუღებელი ჩვენთვის და ერთადერთი სიტყვა რაც მახსენდება მასზე , ეს არის - სირცხვილი. ძალიან დიდი სირცხვილია, ადამიანი რომელმაც ყვენალაირი ღირსება დაუკარგა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ფეხქვეშ გათელა ქართული ჯარი, პირდაპირი დარტყმა მიაყენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ქალს აღარ აქვს რესურსი რომ მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა იყოს. სალომე ზურაბიშვილი რას იტყვის ამას აზრი არ აქვს, უბრალოდ უნდა იცოდეს რომ მის წინააღმდეგ არსერბობს რეალური ძალა. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ფაქტია რომ მსგავსი დაბალი დონის პრეზიდენტი არც გვყოლია და იმედია, არც გვეყოლება," - თქვა სირცხვილიას აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ მოხსენებას წარადგენს. მოსმენას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან, რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია.

 

კომენტარები