რუსეთი

რუს ოპოზიციონერ ნავალნის, მისი სააგენტოს უფროსს ჟდანოვს და მათ ოჯახებს ანგარიშები გაუყინეს

AP

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თქმით, 3 მარტს მას, მის ცოლს, შვილებს, მშობლებს და მისი ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსს, ივან ჟდანოვს და მის ოჯახს ანგარიშები ყოველგვარი ახსნის გარეშე გაუყინეს.

ნავალნი აქტივების გაყინვაში ვლადიმერ პუტინს სდებს ბრალს. მისი თქმით, ამ ქმედებით პუტინს სურს, რომ ნავალნის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავის აქტივობა შეაჩეროს. 

ამავდროულად, ნავალნის თქმით, მილიარდერი და რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული პირი, ოლეგ დერიპასკა უცნობი მიზეზების გამო უჩივის.

დერიპასკას ადვოკატის, ალექსეი მელნიკოვის თქმით, დერიპასკას ნავალნი მისი ბიზნეს რეპუტაციის დაზიანების გამო უჩიოდა.

ადვოკატისვე თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სურს, რომ ნავალნიმ YouTube ვიდეოში ნათქვამი კომენტარი, რომელშიც დერიპასაკას ის მთავრობისთვის გამორთმეული დიდი რაოდენობის ვალების გადაუხდელობაში სდებს ბრალს, უკან წაიღოს. 

"მსგავსი ინფორმაცია არ არის მართალი და სასამართლოს მივმართავთ, რომ ნავალნის მისი განცხადებების უკან წაღება დაავალდებულოს და მორალური ზიანისთვის სიმბოლურად 1 რუბლი გადაიხადოს," - თქვა მან.

დეკემბერში სამართალდამცავები ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოში შეიჭრნენ - ნავალნის ოფისიდან ძალის გამოყენებით გაყვანის ოფიციალური მიზეზი კი YouTube-დან დმიტრი მედვედევის კორუფციულ საქმიანობებზე დოკუმენტური ფილმის "ის თქვენთვის დიმონი არ არის" წაშლაზე უარის თქმა იყო.

ბოლო თვეების განმავლობაში ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოში პოლიცია ორჯერ შეიჭრა. 9 ოქტომბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანა. ზაფხულში ალექსეი ნავალნი და სხვა რუსი ოპოზიციონერები მოსკოვში მიმდინარე აქციების დროს არაერთხელ დააპატიმრეს.

2018 წლის თებერვალში დერიპასკა კორუფციაში ამხილეს. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელმა, რუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ 8 თებერვალს YouTube-ზე, ქვეყანაში არსებულ კორუფციულ სქემებზე თავისი გამოძიებების ფარგლებში, მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა. 2016 წელს დერიპასკას საყვარელმა და ბელარუსელმა მოდელმა ნასტია ვაშუკევიჩმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც ალუმინის მაგნატსა და რუსეთის ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების შესახებ ირკვევა. ნავალნიმ მისი გვერდი შემთხვევით აღმოაჩინა.

კომენტარები