პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტი: ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მთავარი საყრდენია

0 კომენტარი
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას თქვა, რომ ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მთავარი საყრდენია. 

"ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და შესაბამისად, სახელმწიფოს. ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლახან, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, მოვინახულე ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სკოლა. იქ დამხვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, 10 დეკემბერს თქვა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არამხოლოდ დღევანდელი დღით".

მას შემდეგ, რაც მის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტის სიტყვა დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი, სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები