ხანძარი

თბილისში ლოტკინის დასახლებაში ძლიერი ხანძარია

timer.ge

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი საბურავებს და ბალახს უკიდია. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს და დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

 

კომენტარები