საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო: ₾560 მლნ განვათავსეთ მაღალრეიტინგულ ქართულ ბანკებში

საპენსიო სააგენტოს ცნობით, უწყებამ დაგროვილი თანხის ინვესტიცირება დაიწყო, რის ფარგლებშიც პირველი ინვესტიცია უკვე განახორციელა.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ 560 მილიონი ლარი "მაღალრეიტინგული ქართული ბანკების" სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსეს.

წლიური განაკვეთი 14,9%-ს შეადგენს, ინვესტიციის პერიოდი კი 5 წლის ვადით განისაზღვრა.

"საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან გრძელდება,“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, 5 წლის შემდეგ 560 მილიონიანი ინვესტიცია თითქმის გაორმაგდება.

ინვესტიციების გაკეთების გადაწყვეტილება საპენსიო საბჭოს საინვესტიციო საბჭომ მიიღო. შექმნიდან თვეების მანძილზე, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო არ ჰყოლია, შემდეგ კი საჭირო იყო პოლიტიკის დოკუმენტის მიღება - მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, ფონდში აკუმულირებული თახნების ინვესტირება მომხდარიყო. იქამდე თანხა ეროვნული და კომერციული ბანკების ანგარიშებზე იყო განთავსებული.

კომენტარები