ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის წლის მთლიანი კვარტლის ხელფასი გაიღო

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული მომსახურების დეპარტამენტს 2019 წლის მეოთხე კვარტლის საკუთარი ხელფასი მთლიანად გადაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის თანაშემწე და თეთრი სახლის სოციალური მედიის ხელმძღვანელი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტის წლიური ხელფასი 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს. კორონავირუსთან ბრძოლისთვის მან 100 ათასი გაიღო.

ამ დროისათვის აშშ-ში კორონავირუსის 127 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან ცხრა პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო რვა უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები