ანა ვინტური

ანა ვინტური მილანიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაშია

The Daily Beast

გამოცემის Vogue მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური მილანის მოდის კვირეულიდან შინ დაბრუნების შემდეგ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თვითიზოლაციაშია. 

ვინტურს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება , თუმცა იმის გამო, რომ იტალიაში კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა და მოდის კვირეულზე ვინტურს ბევრ ადამიანთან ჰქონდა შეხება, მან თავის დაზღვევის მიზნით სახლიდან მუშაობა და იზოლაციაში ყოფნა გადაწყვიტა. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 92 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 48 448 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები