Pornhub

Pornhub-ზე გამოვა პირველი ფილმი, პორნოს ელემენტების გარეშე

Variety

4 მარტს Pornhub-ზე გამოვა პირველი ფილმი რომელიც პორნოს ელემენტებს არ შეიცავს. ფილმის სახელწოდებაა-Shakedown , ხოლო მისი რეჟისორი - ლეილა ვაირნობია.

 Shakedown-ის სიუჟეტი ლოს ანჯელესის სტრიპტიზ კლუბებში მომუშავე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელ რეალურ ადამიანებზე მოგვითხრობს. 

Pornhub-ის კრეატიულმა დირექტორმა ალექს კლინმა აღნიშნა, რომ მოცემული ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის მხარდასაჭერი მოძრაობის ნაწილი იქნება.

ფილმში 15 წლის განმავლობაში გადაღებული მასალაა თავმოყრილი. მისი ნახვა Pornhub-ზე მარტის განმავლობაში უფასოდ იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი iTunes-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. 

წყარო

კომენტარები