უკრაინა

უკრაინის პარლამენტმა პრემიერმინისტრ ალექსეი გონჩარუკის გადადგომას მხარი დაუჭირა

ალექსეი გონჩარუკი
Reuters

უკრაინის პარლამენტმა პრემიერმინისტრის, ალექსეი გონჩარუკის გადადგომას მხარი დაუჭირეს. გონჩარუკმა გადადგომის წერილი მეორედ 29 თებერვალს დაწერა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის გათავისუფლებას აპირებდა.

გასულ კვირას გონჩარუკმა წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ასევე უარყო, რომ ეს საკითხი ზელენსკისთან განიხილა, ზელენსკიმ კი 4 მარტს პარლამენტის საგანგებო შეხვედრა დანიშნა.

მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ პარლამენტს მიმართა და თქვა, რომ "ახალი ტვინები, ახალი გულები" სჭირდებათ, კანონმდებელთა უმეტესობამ, 353-მა პარლამენტარმა გონჩარუკის გადადგომას მხარი დაუჭირა.

35 წლის გონჩარუკი გასულ წელს უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა და პოსტზე 6 თვე იმსახურა. პირველად გადადგომის წერილი მან მიმდინარე წლის იანვარში დაწერა, როდესაც ინტერნეტში აუდიო ჩანაწერები გავრცელდა, რომლებშიც, სავარაუდოდ გონჩარუკის ხმა არის ჩაწერილი და ის პრეზიდენტ ზელენსკის სულელს უწოდებს და ამბობს, რომ მას ეკონომიკური პროცესების ძალიან პრიმიტიული გაგება აქვს და მის თავში ცარიელი ადგილი და ნისლია. მაშინ ზელენსკიმ თქვა, რომ გონჩარუკს გარკვეული პირობების სანაცვლოს შანსს მისცემდა და გადადგომის შესახებ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

უკრაინის რადამ პრემიერმინისტრად ვიცე-პრემიერი დენის შმიგალი დანიშნა.

კომენტარები