James Bond

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმი კორონავირუსის გამო აპრილის ნაცვლად ნოემბერში გამოვა

No Time to Die

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმი "No Time to Die" კოროვანირუსის გავრცელების გამო კინოთეატრებში დაგვიანებით გამოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

ფილმი კინოთეატრებში 2 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი გამოსვლა ნოემბრამდე გადაიდო.

No Time To Die ბოლო სურათია, რომელშიც დენიელ კრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს შეასრულებს. 

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები რამი მალეკი, ლეა სეიდუ, რალფ ფაინზი, ნაომი ჰარისი და სხვები.

---

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 92 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 48 448 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები