APPLE

APPLE ძველი აიფონების შენელებისთვის მომხმარებლებს $500 მილიონამდე გადაუხდის

iphone 7

Apple აიფონის ძველი მოდელების გამიზნულად შენელების გამო 500 მილიონ დოლარამდე გადაიხდის - ამის შესახებ შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა.

შეთანხმების შედეგად გამოდის, რომ კომპანია აიფონ 6-ის, აიფონ 6 პლუსის, აიფონ 6s-ის, აიფონ 7-ის, აიფონ 7 პლუსისა და აიფონ SE-ს თითოეულ მომხმარებელს 25 დოლარს გადაუხდის. გადახდილი თანხა შეიძლება 49 დოლარამდე გაიზარდოს მომხმარებლების მხრიდან შესული საჩივრების რაოდენობის მიხედვით.

მთლიანობაში, Apple-ის მიერ გადახდილმა თანხამ მინიმუმ 310 მილიონი დოლარი, მაქსიმუმ კი 500 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს.

2017 წელს Apple-მა დაადასტურა, რომ ძველ მოდელებს სპეციალურად ანელებდა, თუმცა, მათი ინფორმაციით, ეს ტელეფონების ელემენტის გამძლეობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად ხდებოდა. მათი ინფორმაციით, ტელეფონი მხოლოდ პრობლემის არსებობის შემთხვევაში ნელდებოდა, რათა მოულოდნელად არ გამორთულიყო.

2020 წლის თებერვალში კომპანია ძველი აიფონების შენელებისთვის 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. 

კომენტარები