აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებენ

unian

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ, რომლის მთავარი საქმიანობაც მედიკამენტების შექმნა და განვითარებაა, ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეების ძიება დაიწყო.

Kaiser Permanente-ს ვაშინგტონის შტატის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ სიეტლის არეალში 45 ზრდასრულს ეძებენ, ვინც ცდაში მონაწილეობას მიიღებს.

კორონავირუსის ვაქცინის კვლევისა და განვითარების პროცესი ტიპურ შემთხვევებთან შედარებით სწრაფად მიმდინარეობს.

ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ვაქცინის მასობრივ გამოყენებამდე ერთი წელიწადზე მეტი იქნება საჭირო. თუ პირველი ცდა წარმატებული აღმოჩნდა, მედიკამენტს ხელახლა დამამოწმებელი ექსპერიმენტები მაინც დასჭირდება.

ამჟამად ახალი კორონავირუსის დამოწმებული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება არ არსებობს.

კომენტარები