კორონავირუსი

პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვენიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

Reuters

პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვენიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა. 

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, პაციენტი გერმანიიდან დაბრუნდა ქვეყანაში. კაცის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ის პირები ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა კარანტინში მოათავსეს. 

უნგრეთში ვირუსი დაუდასტურდა 2 ირანელ სტუდენტს. პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მათ სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. 

რაც შეეხება სლოვენიას, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ პაციენტი მაროკოდან იტალიის გავლით დაბრუნდა ქვეყანაში. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის მაროკოში დაინფიცირდა. 

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 95 ათასს აღემატება, გამოჯანმრთელდა 53,399 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 3,286 ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3,089 შემთხვევა და გარდაიცვალა 107 ადამიანი.

 

კომენტარები