ბერლინალე 2020

ბერლინალეს გამარჯვებულს ირანში ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

film

2020 წლის ბერლინალეს დაჯილდოებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა. გამარჯვებული ფილმის “There Is No Evil,” რომელიც სიკვდილით დასჯის თემაზე საუბრობს, ირანელ  რეჟისორს, მოჰამად რასულოფს  ციხეში ერთი წლის გატარება მოუწევს. 

2019 წლის ივლისში ირანის მთავრობამ რეჟისორს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე რასულოფს ორი წლის განმავლობაში ფილმების გადაღება ეკრძალება. იმის, გამო რომ მას არ შეეძლო სახელმწიფოს საზღვრების დატოვება, რასულოფი დაჯილდოებას ვერ დაესწრო. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეჟისორი რეჟიმს დაუპირისპირდა. 2010 წელს მას 6 წელი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა საბოლოოდ ციხეში არ ჩასვეს. 

ამჯერად რეჟისორმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სცადა, თუმცა მისი საჩივარი არ მიიღეს. რასულოფის ადვოკატის თქმით, ის დანებებას არ აპირებს და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და საკუთარი უფლებების დასაცავად. 

კომენტარები