ტურიზმი საქართველოში

10 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თებერვლის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში საქართველოს სულ 257,547 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. 

ტურისტული ნაკადის ზრდის პარალელურად 0,7%-ით შემცირდა საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები. მონაცემების გამოქვეყნების პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. 

"საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქვეყნების სია, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი — 94,219, ზრდა — 12,8%;
  • თურქეთი — 63,925, ზრდა — 3,8%;
  • სომხეთი — 57,342, კლება — 18,2%;
  • რუსეთი — 52,258, კლება — 25%;
  • საქართველო [არარეზიდენტი] — 36,899, ზრდა — 6%;
  • უკრაინა — 11,604, ზრდა — 14,6%;
  • ისრაელი — 9,981, ზრდა — 39,5%;
  • ირანი — 6,885, კლება — 8,7%;
  • პოლონეთი — 4,194, ზრდა — 84,8%;
  • ინდოეთი — 3,179, კლება — 9,9%.

 

კომენტარები