კორონავირუსი

ბათუმის ახალ მეჩეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დეზინფექცია ჩაატარეს

TDI

ბათუმის ახალ მეჩეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.  

როგორც მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ ტაბულას უთხრა, დეზინფექცია მუსლიმები ინიციატივით ჩატარდა და სხვა ცენტრალურ მეჩეთებშიც არის დაგეგმილი. 

"ჩვენი ინიციატივით გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს", - თქვა ნაკაიძემ.

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 5 პაციენტი გუშინ, 5 მარტს გამოვლინდა, ისინი მე-4 გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები არიან.

კომენტარები