ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან შესახვედრად პაროდისტი გაგზავნა [Video]

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან შესახვედრად პაროდისტი გაგზავნა, რომელმაც საყვირზე დაუკრა და ბანანები დაარიგა.

ამის ამსახველი ვიდეო პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

პერფორმანსის შემდეგ თავად ბოლსონაროც გამოჩნდა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ არ უპასუხა.

ჟურნალისტებს უპასუხა პაროდისტმა. ის მათ ეკონომიკის მინისტრის სახელს უმეორებდა.

კომენტარები