კორონავირუსის გამო შესაძლოა, პარლამენტი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

კორონავირუსის გამო პარლამენტი შესაძლოა, დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. 

მისი ინიციატივაა, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა და პარლამენტს მიენიჭოს ფუნქცია, რომლის დახმარებითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრები დისტანციურად შეძლებენ მუშაობას.

"ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა პარლამენტისთვის, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი რატომაც შეიძლება, რომ მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს," - თქვა თალაკვაძემ. 

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 5 პაციენტი გუშინ გამოვლინდა, ისინი მე-4 გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები არიან. 

 

კომენტარები