ტერორიზმი

ტუნისში აშშ-ის საელჩოს წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

Getty Images

ტუნისში აშშ-ის საელჩოს წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

კაცი საელჩოსთან მდებარე პოლიციის პოსტს მოტოციკლით მიუახლოვდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. France 24-ის მიხედვით სამიზნეს პოლიციის მანქანა წარმოადგენდა, რომელიც აფეთქებისას დაზიანდა. Radio Mosaïque-ის მიხედვით თავდასხმაში მეორე პირიც მონაწილეობდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები