კრიმინალი

ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

თბილისში, ნაფარეულის 1 ნომერში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილით მიმდინარეობას, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები