სერგი გვარჯალაძე

ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ გასულ ორ წელიწადში ბიუჯეტიდან 121 ათასი მიიღო

სერგი გვარჯალაძე
ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის "ღამის მერმა", სერგი გვარჯალაძემ 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით ჯამში 121 ათასი ლარი მიიღო.

2018 წელს გვარჯალაძის ანაზღაურებამ 51 460 ლარი შეადგინა, 2019 წელს კი - 69 680 ლარი.

გვარჯალაძის ხელფასი თვეში დაახლოებით 5 200 ლარია.

სერგი გვარჯალაძის ანაზღაურების გარდა, ღამის მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გასული ორი წლის მანძილზე 94 ათასი ლარი დაჯდა. 2018 წელს ღამის მერიაში სამი ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა.

კომენტარები