საბანკო რეგულაციები

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების შერბილების გადაწყვეტილება მიიღო

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რეგულაციის შერბილება სესხის გამცემებისთვის ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებას, რისკების მართვაში მეტ მოქნილობასა და სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლების ზღვრების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენად შემცირდება სესხის მომსახურებისთვის განსაზღვრული შემოსავლების ზღვარი.

"რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს." - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება.

 

კომენტარები