ქალთა მიმართ ძალადობა

გახარია: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალთა საქმე

"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ" , - წერის საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, საკუტარ ფეისბუქგვერდზე.

გახარია წერს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ სურათი დამძიმდა, იმის მიუხედავად, რომ "გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა."

გახარია ყველა საჯარო უწყებას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და საერთაშორისო პარტნიორებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

"ორ დღეში 8 მარტია. ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით", - წერს გიორგი გახარია. 

გახარიას კომენტარი ფეისბუქის არავერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, ფეისბუქ გვერდი, გახარია, საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. 

კომენტარები