ქალთა მიმართ ძალადობა

ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი

ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გენდერის ნიშნით, გულმკერდში, მუცელში, ხელში და სხეულის სხვა ადგილებში ყოფილ ცოლს, ს.ჩ-ს დანა არაერთხელ დაარტა. მას შემდეგ, რაც ქალი გაიქცა, ყოფილი ქმარი მას დაეწია და დანით დაზიანებები კვლავ მიაყენა.  

დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანებები გულზე, ფილტვსა და ღვიძლზე აქვს. მას ოპერაცია 5 მარტს ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა, შემდეგ კი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს

მ.ლ-ს ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები