თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 9 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. 

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ყვარლის, საინგილოს, მელაანის, ჯორჯ ბუშის, ვლადიმერ ლობჟანიძის, მეველეს, მათიაშვილის, ნავთლუღის და ბოჭორმის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების, კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, ჯაფარიძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს, რიონჰესის, სააკაძის, ცინცაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის, გოგებაშვილის, ერისთავი-ხოშტარიას, გუნიას, კერესელიძის, კაკაბაძეების და ზალდასტანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის და ქრისტაფორე არეშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები